ლინკას ბალზამი

ლინკას ბალზამი

ლინკას ბალზამი – კომბინირებული პრეპარატი, მიიღება გაციების დაავადებების დროს. პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია მისი კომპონენტების  თვისებებით.

მენთოლი კანის ზედაპირზე  წასმის დროს იწვევს ნერვული დაბოლოებების გაღიზიანებას, რომესაც მოყვება სიცივის შეგრძნება, ამავდროულად გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. აქვს ასევე ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიური მოქმედება. ინჰალაციის დროს გააჩნია ამოსახველებელი და მუკოლიტური ეფექტი.

 

ევკალიპტის ზეთს გააჩნია  ბაქტერიციდული, ვირუსის საწინააღმდეგო და ფუნგიციდული მოქმედება. კანზე წასმის დროს აქვს ადგილობრივად გამაღიზიანებელი და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. მსუბუქი ადგილობრივი საანესთეზიო მოქმედების მეშვეობით აღმოფხვრავს კანის ქავილს. ინჰალაციის დროს იწვევს ამოსახველებელ, მუკოლიტურ და ანტიჰიპოქსიურ ეფექტს.

ქაფურის გააჩნია ანტისეპტიური , ადგილობრივად გამაღიზიანებელი ,  ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. აღიზიანებს კანის ნერვული დაბოლოებებს , რეფლექსურად აუმჯობესებს კანისა და ორგანოების ტროფს. გამოხატავს გამაღიზიანბელ მოქმედებას სასუნთქ და თავის ტვინის ვაზომოტორულ ცენტრებზე.

სკიპიდარის ზეთს გააჩნია ადგილობრივ გამაღიზიანებელი, და ტროფიკული მოქმედება. ინჰალაციის დროს რეფლექტორულად ასტიმულირებს ნახველს, ახდენს ამოსახველებელ და მუკოლიტურ ეფექტს.

მიხაკის ზეთი შეიცავს ევგენოლს, რომელსაც გააჩნია ანტისეპტიური , ანთებისაწინააღმდეგო და ბაქტერიციდული მოქმედება. აუმჯობესებს გაცვლით პროცესებს კუნთებში, ამასთან ერთად ამცირებს კუნთების ტკივილს.

სამკურნალო ზეთების ოპტიმალური კომბინაცია, პრეპარატის შემცველობაში შემავალი, ხელს უწყობს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ, ბრონქების გამაფართოებელ და მუკოლიტურ მოქმედებას.

  • ამსუბუქებს გრიპის და გაციების სიმპტომებს
  • ათხელებს ნახველს, ამცირებს ხველას
  • აშორებს ცხვირისა და გულმკერდის შეშუპებას
  • ხსნის თავის და კუნთების ტკივილს

1 გრ მალამო შეიცავს ექსტრაქტებს

აქტიურ ნივთიერებებს

  • მენთოლი                     200მგ
  • ევკალიპტის ზეთი     60  მგ
  • ქაფური                          70 მგ
  • სკიპიდარის ზეთი       20 მგ
  • მიხაკის ზეთი               40 მგ
  • გაციება
  • გრიპი
  • თავის ტკივილი
  • გულმკერდის არეში რთულად გამოსაყოფი ნახველის დაგროვება

ხველების დროს , დაკავშირებული გაციების დაავადებებთან მალამო წაისვით გულმკერდის, ზურგის და კისრის კანზე.

სურდოს დროს ან ცხვირის შეშუპების დროს მალამო წაისვით ნესტოებზე.

თავის ტკივილის დროს მალამო წაისვით საფეთქლების მიდამოზე

კუნთების და ზურგის ტკივილის დროს,  მალამო წაისვით მტკივნეულ ზონაზე

ოპტიმალური ეფექტის მისაღწევად ზევიდან დაიდეთ თბილი საფენი

მძიმედ გამოხატული გაციების დროს პრეპარატს ღებულობენ ინჰალაციის სახით: გახსენით ბალზამი  ½ ჩაის კოვზი 1 ლიტრ ცხელ წყალში და ღრმად შეისუნთქეთ. არ შეათბოთ ნარევი ხელმეორედ.

ინჰალაცია მხოლოდ მოზრდილებისათვის

მიიღეთ 2-3 ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 5-7 დღე.

ფლაკონში 25 გრ მალამო

Skip to toolbar
Developed by WEBKITCHEN agency