კომპანია საქართველოში

Herbion International — დინამიკურად განვითარებადი ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 1983 წელს დაარსდა და ორიენტირებულია ინოვაციურ კვლევებზე, მაღალი ხარისხის ბუნებრივი, მცენარეული პრეპარატების შემუშავების მიზნით. კომპანიის მიზანია ფარმაცევტული ბაზრისთვის ხარისხიანი, ეფექტური და ქიმიური დანამატების გარეშე წარმოებული სამკურნალო პრეპარატების შემუშავება, წარმოება და მიწოდება.

როგორც ჯანდაცვის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი, კომპანია „ჰერბიონი“ ერთგულია თავისი მისიისა — მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში, მუდმივად აღმოაჩინოს, შეიმუშაოს და მომხმარებელს შესთავაზოს ინოვაციური სამკურნალო პრეპარატები მცენარეული ნედლეულის საფუძველზე.

35-წლიანი საქმიანობის განმავლობაში ჩვენ შევძელით ჩვენი საქმიანობის გაფართოება მსოფლიოს 21 ქვეყანაში. 1997 წლისთვის „ჰერბიონი“ გასცდა პაკისტანის საზღვრებს და დაიწყო მარკეტინგული და კომერციული საქმიანობა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნებში, ანუ ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებში.

დსთ-ის ქვეყნებში ბიზნესსაქმიანობის თანდათანობით გაფართოებასთან ერთად, კომპანიამ წარმატებით დაიმკვიდრა ადგილი სხვა რეგიონებშიც, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში, შორეულ აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში. დღეისათვის ჩვენი პრეპარატები წარმოდგენილია 4 რეგიონში, 3 კონტინენტზე.

ჩვენი პროდუქციის ასორტიმენტი 50-ზე მეტ პროდუქტს მოიცავს. თუმცა, მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით და მუდმივად ვაგრძელებთ ახალი, გაუმჯობესებული ბუნებრივი მცენარეული პროდუქტების შექმნას, რითაც ვასრულებთ ჩვენს მისიას — ვიზრუნოთ მსოფლიოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.

განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებთან — ექიმებთან, პროვიზორებთან და ფარმაცევტებთან თანამშრომლობას. სწორედ ეს გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული მიდგომა წარმოადგენს „ჰერბიონის“ სწრაფი განვითარების მამოძრავებელ ძალას და ხელს უწყობს მის ჩამოყალიბებას მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიად, რომელსაც მილიონობით მადლიერი მომხმარებელი ჰყავს.

Herbion-ის პრეპარატები განკუთვნილია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების სამკურნალოდ, როგორიცაა გაციებისა და გრიპის სიმპტომები, ხველა, მამაკაცის სქესობრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, საჭმლის მომნელებელი სისტემისა და ღვიძლის დაავადებები.

ჩვენი პროდუქციის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია ოპტიმალურად დაბალანსებული შემადგენლობით, ბუნებრივი ექსტრაქტების გამოყენებითა და მავნე ქიმიური ნივთიერებების გამოყენების მკაცრი თავიდან აცილებით.

ტრადიციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზი

მცენარეული სამკურნალო პრეპარატების შექმნა ხელოვნებაა, რომლის ფესვებიც უძველეს წარსულში მიდის.

„ჰერბიონის“ პრეპარატები შექმნილია ტრადიციული აიურვედული რეცეპტების საფუძველზე. ათასწლეულების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებასა და ტრადიციებზე დაყრდნობით, ჩვენ ვქმნით თანამედროვე სამკურნალო საშუალებებს უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით.

ეს არის ტრადიციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების უნიკალური სინთეზი.

ხარისხის კონტროლი და წარმოების სტანდარტები

კომპანია Herbion მუდმივად ზრუნავს თავისი პროდუქციის ხარისხზე წარმოების ყველა ეტაპზე — ნედლეულის შერჩევიდან საბოლოო პროდუქტის მიღებამდე.

საწარმოო საშუალებები და წარმოებული სამკურნალო პრეპარატების ხარისხი შეესაბამება GMP-ის საერთაშორისო სტანდარტებს.

საწარმოში ფუნქციონირებს ხარისხის კონტროლის განყოფილება, სადაც დასაქმებული არიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. განყოფილება აღჭურვილია ყველა საჭირო თანამედროვე მოწყობილობით, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის მუდმივ და ეფექტურ კონტროლსა და სტანდარტიზაციას.

წარმოებაში გამოიყენება მუდმივად განახლებადი აღჭურვილობა და თანამედროვე მაღალტექნოლოგიური საწარმოო პროცესები. სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის არსებობა ასევე უზრუნველყოფს ყველა საწარმოო ოპერაციის დროულ და ხარისხიან შესრულებას.

კომპანიას გააჩნია სამკურნალო მცენარეებიდან ექსტრაქტების მიღების თანამედროვე, კარგად აღჭურვილი და ავტომატიზებული სისტემა.

მცენარეული თხევადი ექსტრაქტებიდან მიღებული აქტიური კომპონენტების შესანარჩუნებლად გამოიყენება ვაკუუმური გაშრობის ტექნოლოგია.

ტექნოლოგიური პროცესის თითოეულ ეტაპზე მუდმივი კონტროლის წყალობით, კომპანია უზრუნველყოფს წარმოებული პრეპარატების მაღალ ხარისხს, რაც ხელს უწყობს მისი მთავარი მიზნის მიღწევას — მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ეფექტური და მაღალი ხარისხის სამკურნალო საშუალებებით.

კომპანიის განვითარება და საერთაშორისო აღიარება

კომპანია მუდმივად მუშაობს არსებული პროდუქტების პოზიციების განმტკიცებაზე, ბრენდების განვითარებაზე, კვლევებზე დაფუძნებული ახალი პროდუქციის შექმნასა და ახალი ბაზრების ათვისებაზე.

როგორც თანამედროვე საწარმოო გაერთიანებამ, კომპანიამ წარმატებით დაადასტურა თავისი სტატუსი და მოიპოვა GMP-ის სერტიფიკატი, ასევე ISO 9001-2008, ISO 14000, ISO 22000 და CE სერტიფიკატები.

ყველა ეს მიღწევა ერთობლივად დაეხმარა „ჰერბიონს“ მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მადლიერ მომხმარებელთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.

დღეს „ჰერბიონი“ წარმოადგენს კომპანიას, რომლის სახელიც ასოცირდება ერთგულებასთან, საიმედოობასთან და კეთილდღეობასთან.

Developed by WEBKITCHEN agency