ლინკას საწუწნი ტაბლეტები შაქრის გარეშე

ლინკას საწუწნი ტაბლეტები შაქრის გარეშე

ლინკასის მცენარეული საწუწნი ტაბლეტები შაქრის გარეშე – კომბინირებული პრეპარატი და ანთების საწინააღმდეგო და ამოსახველებელი საშუალება.

პრეპარატის მოქმედება განპირობებულია მისი კომპონენტების  თვისებებით.

ძართვოვანი ადჰადოტა შეიცავს ეთერზეთებს, ვიტამინებს და ალკალოიდებს, ასევე ვაზიცინონს, და ვაზიცინოლს. ამ  მაღალი ხარისხის ნაერთებს გააჩნია მუკოლიტური ( ამცირებს შედედებას და სიბლანტის სეკრეციას) , ანთებისაწინააღმდეგო, ბრონქოლიტური (ამცირებს ბრონქების სპაზმს, ამსუბუქებს სუნთქვას) და ამოსახველებელი ( ასტიმულირებს სურფაქტატის სინთეზს, რომელიც აუმჯობესებს  ალვეოლარულ უჯრედებს, ზრდის ეპითელიუმის წამწამების მობილურობას და ზრდის ნახველის გამოწოფის დროს) მოქმედება. ამის გარდა ძირთვოვანი ადჰადოტას გააჩნია ასთმის საწინაამდეგო ეფექტი, იგი იცავს ბრონული სპაზმისგან, რომელიც არის გამოწვეყლი ჰისტამინის მოქმედების გამო.

 

მენთოლს გააჩნია გამაღიზიანებელის , ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიური და ადგილობრივად დამაშვიდებელი მოქმედება, რომელიც ამცირებს ანთებას და ამსუბუქებს ყლაპვას. ადგილობრივი მოქმედებას თან ახლავს სისხლძარღვების შევიწროება, სიცივის შეგრძნება, რომელიც გადადის მსუბუქი წვის შეგრძნებაში.  ანტისეპტიური მოქმედება მიიღწევა მიკრობული უჯრედების დამარცხებით.

ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებს საწუწნ ტაბლეტებში, გააჩნია კომპლექსურად ამოსახველებელი, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. საწუწნი ტაბლეტები ნელა შეიწოვება, ამასთან ერთად სამკურნალო ნივთიერებები თანაბრად ნაწილდება ყელის ლორწოვანაში, ამსუბუქებს ანთებას და ტკივილის შეგრძნებას ყელში. საგრძნობლად ამცირებს ხანგრძლივობას და ხველების სიმძიმეს.  ასევე შეიწოვებს პირის ღრუში, მოქმედი ნივთიერებები ახდენს ანთების საწინააღმდეგო და ამოსახველებელ მოქმედებას ქვედა სასუნთქ გზებზე.

  • ამცირებს ხველების ინტენსიურობას და სიმძმეს
  • საწუწნი ტაბლეტის ნელი შეწოვების დროს, სამკურნალო ნივთიერებები თანაბრად გარს ეხვევა ყელის ლორწოს, რაც ამცირებს ანთებას და ტკივილს ყელის არეში
  • სამკურნალო მცენარეების ექსტრაქტები საწუწნი ტაბლეტების სახით გააჩნიათ კომპექსური ამოსახველებელი, ანთების საწინააღმდეგო , ანტისეპტიური და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.
  • გამოიშვება ალუბლის , პიტნის და   თაფლი-ლიმონის   გემოთი.

გამაღიზიანებელი ხველა და ტკივილი ყელი არეში ისეთი მდგომარეობის დროს როგორიცაა ბრონქიტი ( მწვავე და ქრონიკული) , ფარინგიტი, ტრაქეიტი, ტრაქეობრონქიტი.

 

მოზრდილებში: 1 საწუწნი ტაბლეტი ყოველ დღე, ყოველ 2-3 საათში. დღე ღამის მაქსიმალური დოზა 8 ტაბლეტი.

ბავშვებში (5 წელზე ზევით): 1 ტაბლეტი ყოველ 4-5 საათში. მაქსიმალური დღე ღამის დოზა 4 ტაბლეტი

ნელა გაწუწნეთ სრულ გადნობამდე.

მკურნალობის კურსი 3-5 დღე

N 8/16/18 საწუწნი ტაბლეტი შეფუთვაში