ნოვექს ცეტირიზინი ტაბლეტი

ნოვექს ცეტირიზინი ტაბლეტი

ნოვექს ცეტირიზინი არის მეორე თაობის ანტიჰისტამინური საშუალება.

აფერხებს განვითარებას და აადვილებს უკვე განვითარებული ალერგიული რეაქციების მიმდინარეობას.

ამსუბუქებს ალერგიული რინიტის ცხვირის და თვალის სიმპტომებს – ცემინება, ცხვირის გამონაყარი, ცხვირის შეშუპება, ქავილი, წყლიანი თვალები.

ამცირებს ბავშვებში ვაქცინაზე ალერგიის რისკს.

თითო აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს: ცეტირიზინის ჰიდროქლორიდს (ბფ) 10 მგ.

  • სეზონური და მთელი წლის განმავლობაში არსებული ალერგიული რინიტის ცხვირის და თვალის სიმპტომების შემსუბუქება
  • ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების სიმპტომების შემსუბუქება.

12 წელზე უფროსი ბავშვები და მოზრდილები:

10მგ (ერთი) ტაბლეტი დღეში ერთხელ. საწყისი დოზა 5 მგ (1/2 ტაბლეტი) იწვევს სიმპტომების დამაკმაყოფილებელ კონტროლს.

6-12 წლის ზავშვები:

5 მგ (1/2 ტაბლეტი) დღეში 2 ჯერ (დილით და საღამოს). ტაბლეტი მიღებული უნდა იქნას გადაყლაპვით, სითხის მიყოლებით. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.

10 მგ ტაბლეტები გარსში, 10 ცალი კოლოფში.

რეცეპტის გარეშე.

Developed by WEBKITCHEN agency