ლინკას პლუში საწუწნი ტალეტები
ლინკას პლუში საწუწნი ტალეტები
ხველების საწინააღმდეგო საწუწნი ტაბლეტები „ლინკას პლუში“ არის მცენარეული პრეპარატი, რომელიც შეიცავს სუროს ფოთლების მშრალ ფხვნილისებრ ექსტრაქტს, რაც დამტკიცებულად ეფექტიანია სასუნთქი გზების კატარებისა და ქრონიკული ანთებითი ბრონქული დაავადებების სიმპტომების მკურნალობისას, როგორიცაა ბრონქიტი, ასთმა, ბრონქოექტაზები და პნევმონია. სუროს ფოთოლი შეიცავს ინგრედიენტებს, რომლებიც ახდენს მუკოლიზურ და სპაზმოლიზურ მოქმედებას.
- ყელის ტკივილი;
- ბრონქების ქრონიკული ანთებითი დაავადებების სიმპტომური მკურნალობა;
- სასუნთქი გზების მწვავე კატარალური დაავადებები, რასაც თან სდევს პროდუქტიული ხველა.
ყოველი საწუწნი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტი:
სუროს ფოთლების ფხვნილისებრი ექსტრაქტი 5 მგ
ზრდასრული ადამიანები და ბავშვები (12 წლიდან):
ერთი ან ორი საწუწნი ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში.
ბავშვები (6-დან 12 წლამდე):
თითო საწუწნი ტაბლეტი 4-ჯერ დღეში.
ბავშვები (3-დან 6 წლამდე):
თითო საწუწნი ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ანდა ექიმის მითითების მიხედვით.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს ერთ კვირას და იმავე დოზით მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 2-3 დღეს ანთებითი დაავადების სიმპტომების განელების შემდეგ.
8 საწუწნი ტაბლეტი ალუმინის/პვქ ბლისტერში, 2 ბლისტერი ინსტრუქციით მუყაოს შეფუთვაში.